ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ამ დრომდე ირაკლი ბერაიას იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
Sputnik
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
ბერაია საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის წარდგინებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 2025 წლის 2 აპრილის ბრძანებით დაინიშნა.
ამ დრომდე ირაკლი ბერაიას იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ბერაიამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე სოსო რამიშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა გუშინ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ირაკლი ბერაია 2016-2025 წლებში იყო საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი. პოლიტიკურ საქმიანობამდე მას კარიერა საბანკო სექტორში ჰქონდა.