თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
გამოძიების ინფორმაციით, 2024 წლის 14 ივნისს ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას, რისი ნაწილიც გასაღების მიზნით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მასაურას და სოფელ ორთაბათუმის ტერიტორიაზე განათავსა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დაკავებულს სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ის სასამართლომ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების განსაკუთრებით დიდი ოდენობით გასაღების მომზადება) ცნო.