საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალებს 8 მარტი მიულოცეს

ქალთა დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მძღოლ ქალბატონებს აჩერებდნენ, ულოცავდნენ და ყვავილებს ჩუქნიდნენ.
Sputnik
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალებს 8 მარტი მიულოცეს და ყვავილების თაიგულები მიართვეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღეს – 8 მარტს ყოველწლიურად აღნიშნავენ.
დღესასწაული, როგორც გაზაფხულისა და სიყვარულის სიმბოლო, მდიდარია ტრადიციებით, თუმცა ყველაზე მთავარი — ქალისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღებაა.
8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერომ 1975 წელს აღიარა. სხვადასხვა ქვეყნებში ქალთა დღის აღნიშვნის ტრადიცია განსხვავებულია — ზოგიერთ ქვეყნებში მას მასშტაბურად, ზოგან კი უფრო მოკრძალებულად ზეიმობენ.