თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. გურიის რეგიონში დიდთოვლობის გამო „საქართველოს რკინიგზამ" 24 თებერვალს დაგეგმილი მატარებლების რამდენიმე რეისი გააუქმა, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გაუქმდა შემდეგი რეისები:
24 თებერვალი - ოზურგეთი-თბილისი;
24 თებერვალი - ბათუმი-ოზურგეთი ;
24 თებერვალი - რიონი-ქუთაისი-რიონი.
„შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მიმავალი მგზავრები, ოზურგეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლით რიონის სადგურამდე მგზავრობენ. ხოლო რიონის სადგურიდან ქუთაისი 1-ის სადგურამდე მგზავრობენ საგარეუბნო ელექტრომატარებლებით, რომელთა გრაფიკი მორგებულია თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მატარებლის განრიგს", - ნათქვამია განცხადებაში.
შესაბამისად, 24 თებერვალს ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო რეისის გაუქმების შედეგად უქმდება რიონი-ქუთაისი-რიონის ელექტრომატარებელიც.
საქართველოს რკინიგზა ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტის გამო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი ამინდი 25 თებერვლამდე გაგრძელდება - ნავარაუდევია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მთაში და მაღალმთაში ნავარაუდევია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.