საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე რვა პირი დააკავეს

დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის ექვსი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებულებს, რომელთა ასაკიც 23-დან 47 წლამდეა, საგამოძიებო უწყება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთასა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას ედავება.
გამოძიების მიხედვით, ორმა ბრალდებულმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ექვსი პირი კი საქართველოს საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 344-ე და 19-344-ე მუხლებით მიმდინარეობს.