სათაფლია, მარტვილის და ოკაცეს კანიონები დროებით დაიკეტა

სათაფლია და მარტვილის კანიონი საქართველოს პოპულარული ტურისული ადგილების ხუთეულშ შედის.
Sputnik
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. უამინდობის გამო სათაფლია, მარტვილის და ოკაცეს კანიონები სტუმრებისთვის დროებით დაიკეტება, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.
გარემოს ეროვნულოი სააგენტოს ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 19-21 თებერვლის პერიოდში ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მთაში და მაღალმთაში ნავარაუდევია ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება.
„ძვირფასო ვიზიტორებო, 19 და 20 თებერვალს, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი და სათაფლია ვიზიტორებს ვერ უმასპინძლებს", - ნათქვამია განცხადებაში.
რამდენი ხანი ვერ შეძლებენ ტურისტები დასავლეთ საქართველოში მდებარე ამ პოპულარული ადგილების მონახულებას, უწყებაში არ აკონკრეტებენ.
მარტვილის კანიონი და სათაფლია ყველაზე მონახულებად 5 დაცულ ტერიტორიას შორისაა.
სულ საქართველოში 87 დაცული ტერიტორიაა (800 ათას ჰექტარზე მეტი), აქედან 11 - ეროვნული პარკებია. მათ ყოველწლიურად ასობით ათასი ვიზიტორი სტუმრობს.