მატვიენკო: დასავლეთს არ აქვს უფლება ეთიოპიაზე, რომელიც BRICS-ის წევრი გახდა

Sputnik
თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ეთიოპია მსოფლიოს გავლენიანი ქვეყანა ხდება და მისი „ბრიქსში“ გაწევრიანება შემთხვევითობა არ არის, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ Sputnik-თან ინტერვიუში.
„ეთიოპია სულ უფრო მეტად ხდება მსოფლიოს გავლენიანი და ავტორიტეტული ქვეყანა. შემთხვევითი არ არის, რომ ის BRICS-ის სრულფასოვანი წევრი გახდა. <...> ეს არის ქვეყანა, რომელსაც აქვს საფუძვლიანი პრეტენზია, იყოს ლიდერი აფრიკის კონტინენტზე. ეს აფრიკის დიპლომატიური დედაქალაქია. აქაა განთავსებული აფრიკის კავშირის შტაბბინა“, — თქვა მატვიენკომ დმიტრი კისელიოვთან საუბრისას.
ამასთან რუსმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ეთიოპია აბსოლუტურად სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც თავისი პოზიცია აქვს ყველა საერთაშორისო საკითხში, და მკაფიოდ იცავს ამ პოზიციებს.
მატვიენკომ ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთს არანაირი განსაკუთრებული უფლება არ აქვს აფრიკაზე, რომელმაც თავად უნდა განსაზღვროს საკუთარი განვითარების გზა.
ფედერაციის საბჭოს სპიკერმა მაღალი შეფასება მისცა ეთიოპიაში Sputnik-ის გახსნას და აღნიშნა, რომ ამას უზარმაზარი გავლენა ექნება აფრიკაზე, რომლის მოსახლეობასაც ობიექტური ინფორმაციის მოთხოვნილება აქვს.
„დღეს ჩვენ ნამდვილად ვფურცლავთ ახალ გვერდს არა მხოლოდ რუსულ-ეთიოპიურ თანამშრომლობაში, არამედ რუსულ-აფრიკულ თანამშრომლობაში. აფრიკელებს აქვთ მოთხოვნა ობიექტურ ინფორმაციაზე, ისინი ასე მარტივად არ ენდობიან ფეიკებს. და ისეთი ძლიერი საინფორმაციო რესურსის გაჩენა, როგორიცაა Sputnik-ის სარედაქციო ცენტრი, ვფიქრობ, დიდ გავლენას მოახდენს მთლიანად აფრიკაზე“, — თქვა მატვიენკომ.
აღსანიშნავია, რომ მატვიენკოსთან ინტერვიუ კისელიოვმა სწორედ Sputnik- ის სტუდიაში ჩაიწერა, რომელიც ეთიოპიაში დღეს, 19 თებერვალს გახსნა.