საქართველოდან თურქეთში 910 წყლის კუ კონტრაბანდულად შეჰქონდათ

Sputnik
თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. თურქმა მესაზღვრეებმა სარფის საბაჟოზე საქართველოდან შემავალ ავტომობილში 910 წყლის კუ აღმოაჩინეს, რომლის შეყვანასაც ქვეყანაში უკანონოდ ცდილობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, კუები მებაჟე ოფიცრებმა ავტომობილის სკანირების დროს აღმოაჩინეს.
თურქული მედიის ცნობით, აღნიშნული რაოდენობის კუს საბაზრო ღირებულება 655 ათასი ლირაა (51 ათასი ლარი).
მომხდარზე გამოძიება ხოფას პროკურატურამ დაიწყო.