თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. არ ვიცი, რა ესაქმებათ ევროპელებს უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებული მოლაპარაკებების მაგიდაზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სერბ კოლეგა მარკო ჯურიჩთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„ევროპელების ფილოსოფია არსად გამქრალა. არ ვიცი, რა ესაქმებათ მოლაპარაკების მაგიდასთან. თუ ისინი რაღაც ცბიერ იდეებს გამოივაჭრებენ (выцыганивать) კონფლიქტის გაყინვის შესახებ, თავად კი თავიანთი ჩვეულების, ბუნებისა და ჩვევების შესაბამისად, ომის გაგრძელებას იქონიებენ მხედველობაში, მაშინ რატომ უნდა მიიწვიონ ისინი იქ“, - მიაჩნია რუს მინისტრს.
ამ კონტექსტში ლავროვმა ყურადღება გაამახვილა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბის პოზიციაზე, რომელიც მან მიუნხენის კონფერენციაზე დააფიქსირა: სტუბის აზრით, აუცილებელია, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის უპირველესად ზავი გაფორმდეს, რათა მერე უკრაინის სამხედრო ხაზით გაძლიერება მოხდეს.
გარდა ამისა, რუსმა დიპლომატმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ევროპამ მანამდე რამდენჯერმე მიიღო მონაწილეობა მოლაპარაკებების პროცესში, მაგრამ ეს ყველაფერი დროის მოსაგებად სჭირდებოდათ, რათა უკრაინა იარაღით მოემარაგებინათ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ სერგეი ლავროვი და მისი თანაშემწე იური უშაკოვი ერ-რიადში აშშ-ის წარმომადგენლებს შეხვდებიან