თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა შეამსუბუქოს სანქციები ბელორუსის წინააღმდეგ, იუწყება New York Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
გასულ ოთხშაბათს, თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ მინსკმა გაათავისუფლა სამი პატიმარი, მათ შორის ერთ-ერთია აშშ-ის მოქალაქე, რომლის ვინაობა არ სახელდება.
გამოცემა განმარტავს, რომ მომდევნო ნაბიჯი შესაძლოა იყოს „მასშტაბური გარიგება", რომელიც, სავარაუდოდ, სხვა პატიმრების გათავისუფლებას უკავშირდებოდეს.
„სანაცვლოდ, აშშ შეამსუბუქებს სანქციებს ბელარუსული ბანკების და კალიუმის კარბონატის ექსპორტის წინააღმდეგ, სასუქების მთავარი ინგრედიენტის, რომლის მთავარი მწარმოებელი ბელარუსია“, - წერს გამოცემა.
მანამდე ბელორუსში სამი პატიმრის, მათ შორის ამერიკელის, გათავისუფლების კომენტირებისას, ბელარუსის ლიდერის პრესმდივანმა ნატალია ეისმონტმა აღნიშნა, რომ ეს შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთადერთი მოთხოვნა არ ყოფილა.
თუმცა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოფიციალური მინსკი ასეთ საკითხებში კონფიდენციალობას ამჯობინებს და ყველა დაინტერესებული პირი მეტი დეტალებისთვის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტსა და თეთრი სახლის ადმინისტრაციაში გადაამისამართა.