თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. უკრაინის კონფლიქტის საკითხზე წარმატებული შეთანხმება შესაძლოა რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის წინაპირობა გახდეს, მიიჩნევს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია შეეცდება დაარწმუნოს რუსეთი, რომ ის უფრო მეტს მიაღწევს მოლაპარაკებების მაგიდასთან, ვიდრე კონფლიქტის გაგრძელებით, განაცხადა ვენსმა ამერიკულ გამოცემასთან ინტერვიუში.
„ვენსმა შესთავაზა რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა უკრაინის საკითხზე წარმატებული შეთანხმების შემთხვევაში“, - იუწყება „რია-ნოვოსტი“.
როგორც ადრე რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმრ პუტინი და რუსეთი ღიაა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, ეს არის თანმიმდევრული პოზიცია და ეს კარგად არის ცნობილი მთელ მსოფლიოში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსული მხარე ღიაა დიალოგისთვის უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხზე და ემხრობა „კრიზისის მართლაც სამართლიან, ყოვლისმომცველ და საბოლოო მოგვარებას, რაც მხოლოდ მისი თავდაპირველი მიზეზების აღმოფხვრის შედეგად არის მიღწევადი".