თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა განახლდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს.
ტექნიკური ხარვეზის გამო თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი თითქმის 2 საათის განმავლობაში ვერ ემსახურებოდა მგზავრებს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოძრაობის შეფერხების მიზეზი მატარებლის დაზიანება იყო. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებმა ის სათადარიგოთი ჩაანაცვლეს.