რამდენი ადამიანი დაიკარგა უგზოუკვლოდ საქართველოში: 2024 წლის სტატისტიკა

შსს უგზოუკვლოდ დაკარგულთა აღრიცხვას 1973 წლიდან აწარმოებს
Sputnik
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოში 2024 წელს უგზოუკვლოდ დაიკარგა 43 ადამიანი, მათ შორის ექვსი ბავშვი, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ მასალებში.
გასულ წელს საქართველოში 112 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა, მათ შორის 18 წლამდე 16 პირი, იპოვეს 69 ადამიანი, მათგან 12 გარდაცვლილი. დანარჩენ პირებს ამ დრომდე უგზოუკვლოდ დაკარგულის სტატუსი აქვს.
2024 წელს საქართველოში უცხო ქვეყნის რვა მოქალაქეს ეძებდნენ, იპოვეს ოთხი - ყველა დაკარგული ცოცხალი იპოვეს.
უგზოუკვლოდ დაკარგულად გამოცხადებული ადამიანებიდან ექვსი არასრულწლოვანია და ამდენივე 60 წელს გადაცილებული პირი. დანარჩენები 18-დან 59 წლამდე ასაკის მოქალაქეები არიან.
საქართველოში უგზოუკვლოდ დაკარგულთა აღრიცხვას შსს 1973 წლის 1-ელი იანვრიდან აწარმოებს. ამ დროიდან 2024 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში 6.683 ადამიანი დაიკარგა, ნაპოვნია 5.661 ადამიანი. 1.022 ადამიანის ადგილსამყოფელი, მათ შორის 34 არასრულწლოვნის, ამ დრომდე უცნობია.
საქართველომ ინტერპოლის ხაზით საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა 14 უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირზე, რომელთაგანაც შვიდი ბავშვობის ასაკში გაუჩინარდა.