რაზე ხარჯავენ ფულს უცხოელები საქართველოში - ახალი სტატისტიკა

2024 წელს საქართველოს 7,4 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 4,2%-ით მეტია.
Sputnik
თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. საქართველოში 2024 წელს უცხოელებმა მთლიანობაში 14,3 მლრდ ლარი დახარჯეს, რაც 10,3%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების ცნობით, თანხის დიდი ნაწილი განთავსებაზე, საკვებსა და სასმელზე დაიხარჯა.
უცხოელი ვიზიტორების ხარჯები - 2024 წელი

ხარჯის სახეობა

ხარჯი, მლნ დოლარი

წილი, %

განთავსება

4 807.9

33,7

საყიდლები

3 436.2

24,1

საკვები და სასმელი

3 193.4

22,4

გართობა

1 548.8

10,8

ადგილობრივი ტრანსპორტი

1 139.8

8,0

სხვა

149.2

1,0

საანგარიშო პერიოდში უცხოელის ხარჯები საქართველოში ერთ მოგზაურობაზე 5,4%-ით გაიზარდა 2023 წელთან შედარებით და საშუალოდ 2.211,2 ლარი შეადგინა.
„საქსტატის" ცნობით, 2024 წელს საქართველოს 7,4 მლნ საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 4,2%-ით მეტია.
ამასთან, 15 წელს ზემოთ პირების ვიზიტების რაოდენობამ 6,5 მლნ შეადგინა, რაც 4,6%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.
ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 9%-ით გაიზარდა და 5,1 მლნ შეადგინა.
გასულ წელს ტურისტების უმეტესობა აჭარას და თბილისს ეწვია. საქართველოში უცხოელებმა საშუალოდ 5,5 ღამე გაათენეს.
ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა – 1,2 მლნ, რაც მთლიანი ვიზიტორების 22,4%-ია. შემდეგ მოდის თურქეთი (წილი 19% ) და სომხეთი (12,7%).
უცხოელებმა რუსეთიდან 1,4 მლნ ვიზიტი განახორციელეს, თურქეთიდან – 1,3 მლნ, სომხეთიდან – 900 ათასი ვიზიტი.