ქართველი მოციგურავეების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

ვერცხლის მედალი გუნდს ანასტასია გუბნოვამ მოუტანა
Sputnik
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. ქართველმა მოციგურავეებმა ტალინში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ორი მედლით დაასრულეს.
ვერცხლის მედალი გუნდს ანასტასია გუბნოვამ მოუტანა - მოკლე პროგრამის შემდეგ იგი 129,62 ქულით ლიდერობდა და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა.
ორი გამოსვლის შედეგად სპორტსმენმა ჯამში 198.61 ქულა დააგროვა და მცირედით ჩამორჩა პირველ ადგილზე გასულ ესტონელ ნინა პეტროკინას. მესამე ადგილზე ბელგიელი ნინა პინზარონე გავიდა.
ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე წყვილთა შორის ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინა და ბერულავა 57,03 ქულით მეცხრე ადგილზე ამოჩნდნენ. წყვილმა თავისუფალ პროგრამაში 134,85 ქულა დაიმსახურა, ჯამში 191,88 ქულა დააგროვა და საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდა.
მოციგურავე ნიკა ეგაძემ კი მეოთხე ადგილი დაიკავა - 243,87 ქულა (91,94 + 151,93).
სპორტული ცეკვებში თავისუფალი პროგრამით დიანა დევისი და გლებ სმოლკინი გამოვიდნენ. საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ მეათე ადგილზე იყო, თავისუფალ პროგრამის შემდეგ კი დევისი-სმოლკინის დუეტმა, ჯამში, 190,15 ქულა დააგროვა და საბოლოოდ შეჯიბრებაზე გამოსვლა მე-8 ადგილზე დაასრულა.
შაბათს, 1 თებერვალს, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. მედლების ფინალური კომპლექტი მამაკაცებსა და წყვილთა შორის გათამაშდა.