რა მიზნით ჩამოდიან უცხოელები საქართველოში

შარშან ყველაზე მეტი ტურისტი თბილისსა და აჭარას ეწვია
Sputnik
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საქართველოს 2024 წელს 7,4 მილიონი ვიზიტორი ეწვია, რაც 2023 წელთან შედარებით 4,2%-ით მეტია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" განცხადებაში.
15 წელს ზემოთ პირთა ვიზიტების რიცხვმა 6,5 მლნ შეადგინა, რაც 2023 წლის მონაცემზე 4,6%-ით მეტია. ტურისტული ვიზიტების რიცხვმა 5,1 მილიონი შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემებზე 9%-ით მეტია.
საქართველოში ვიზიტების ძირითადი მიზნები იყო დასვენება და გართობა.
უცხოელების საქართველოში ჩამოსვლის მიზანი 2024 წელს

ჩამოსვლის მიზანი

ვიზიტების რიცხვი, ათასი

საერთო9 რაოდენობის წილი,%

დასვენება და გართობა

3 351,7

51,9

ნათესავების მონახულება

1 470,0

22,8

ტრანზიტი სხვა ქვეყნებში

831,5

12,9

სამუშაო

368,9

5,7

შოპინგი

307,6

4,8

სხვა

101,9

1,6

გასულ წელს ყველაზე მეტი ტურისტი ეწვია თბილისსა და აჭარას. უცხოელები საქართველოში საშუალოდ 5,5 ღამეს ატარებდნენ.
ყველაზე მეტი ვიზიტორი იყო რუსეთიდან – 1,2 მილიონი, რაც ვიზიტორების საერთო რაოდენობის 22,4%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის თურქეთი (წილი 19%) და სომხეთი (12,7%). უცხოელებმა რუსეთიდან 1,4 მლნ ვიზიტი განახორციელეს, თურქეთიდან – 1,3 მლნ, სომხეთიდან – 900 ათასი ვიზიტი.
„საქსტატის“ მონაცემებით, უცხოელებმა საქართველოში დაახლოებით 14,3 მილიარდი ლარი დახარჯეს, რაც 10,3%–ით მეტია, ვიდრე 2023 წელს. ხარჯები ერთ ვიზიტზე 5,4%–ით შემცირდა და 2.211,2 ლარი შეადგინა.