თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე საქმისწარმოება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ თბილისში, ვერეს ხეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან გაურკვეველ სითხეს, სავარაუდოდ, მაზუთს ღვრიან.
უწყების ცნობით, იდენტიფიცირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება და მძღოლი. აღებულია მიწისა და წყლის სინჯები, რომელთა ლაბორატორიული კვლევის შედეგები რამდენიმე დღეში იქნება ცნობილი.
საქმისწარმოების დასრულების შემდეგ გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, განაცხადეს უწყებაში.