ТБИЛИСИ, 21 янв — Sputnik.
კალიფორნიაში ჩატარებული ღონისძიების შემდეგ UFC-იმ მებრძოლთა რეიტინგი განაახლა. საერთო კლასიფიკაციაში მერაბ დვალიშვილი ორი საფეხურით დაწინაურდა და მეხუთე ადგილზეა, იუწყება „პირველი არხი".
19 იანვარს, ქართველმა მებრძოლმა შერეულ ორთაბრძოლებში მერაბ დვალიშვილმა (იგივე The Machine) კალიფორნიაში, არენა Intuit Dome-ზე გამართულ ორთაბრძოლაში რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი (61 კგ) წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.
ამასთან, დვალიშვილმა მოახერხა ჯორჯ სენტ პიერის რეკორდის მოხსნა, მას UFC-ის ისტორიაში მეტოქე მიწაზე ყველაზე მეტჯერ, 92-ჯერ ჰყავს გადაყვანილი.
აღნიშნულ გამარჯვებამდე დვალიშვილი ყველა წონის მებრძოლთა გაერთიანებულ რეიტინგში (P4P) მეშვიდე ადგილზე იყო. იმავე კლასიფიკაციაში მეოთხეა ილია თოფურია, რომელიც ქვემსუბუქი წონის ჩემპიონია.
UFC-ის მებრძოლთა საერთო რეიტინგი:
1.
ისლამ მახაჩევი2.
ჯონ ჯონსი3.
ალექს პერეირა4.
ილია თოფურია5.
მერაბ დვალიშვილი6.
ბელალ მუჰამედი7.
დრიკუს დუ პლესი8.
ტომ ასპინალი9.
ალექსანდრე პანტოჟა10.
ლეო ედვარდსი11.
ალექსანდერ ვოლკანოვსკი12.
მაქს ჰოლოუეი13.
შონ ო’ მალი14.
შონ სტრიკლენდი15.
ჩარლზ ოლივეირა.ქართველმა მებრძოლმა ჩემპიონის ტიტული გასული წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა და მის კარიერაში პირველად დაიცვა.
მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელსაც UFC-ში ჩემპიონის ტიტული აქვს მოპოვებული - 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.
მერაბ დვალიშვილისთვის ეს UFC-ში ზედიზედ მე-12 გამარჯვება იყო, ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა. ტიტულისკენ მიმავალ გზაზე მან სამ ყოფილ ჩემპიონს – ჟოზე ალდოს, პიტერ იანს და ჰენრი სეხუდოს სძლია.
დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 23 შეხვედრის შემდეგ 19 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს.
ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო.