კობახიძე: ღრმად დამწუხრებული ვართ ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო

ირაკლი კობახიძე
ბოლო ცნობებით, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა.
Sputnik
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა ოჯახებს საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით სამძიმარი გამოუცხადა.
ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში, ტიბეტის მთიან რეგიონში 6,8 მაგნიტური სიმძლავრის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 09:05 საათზე მოხდა, რომლის ეპიცენტრი ტინგრის ოლქი იყო - სეისმოლოგებმა დააფიქსირეს 49 აფტერშოკი. ბიძგები ასევე იგრძნობოდა მეზობელ ნეპალში, ბუტანსა და ინდოეთში.
„ღრმად დამწუხრებული ვართ ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო. საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენი ფიქრები და ლოცვები დაშავებულებთანაა და ჩვენ სოლიდარულები ვართ ამ მძიმე დროს“, – დაწერა კობახიძემ სოციალურ ქსელ X-ზე.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად ტიბეტის წმინდა ქალაქი შიგაცე დაზარალდა.
ბოლო ცნობებით, დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა.