მსვლელობა, რომლის მთავარი მონაწილეები ანგელოზთა კოსტიუმებში გამოწყობილი ბავშვები იყვნენ, რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების ტაძართან დასრულდა, სადაც საშობაო წირვა აღევლინა.
„ალილოს“ მსვლელობის ისტორია 15 საუკუნეს ითვლის და მისი მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა — მსვლელობის მონაწილეებს თბილისელები გადასცემენ საჩუქრებს, საახალწლო ნობათსა და ფულად შემოწირულობებს, რაც შემდეგ დღეებში გაჭირვებულებს, ობოლ ბავშვებს და მოხუცებულთა სახლის ბინადრებს დაურიგდება.