„ალილოს“ მთავარი გმირები „მახარობლები“ არიან - თეთრ ტანსაცმელში შემოსილი ბავშვები, რომლებიც შობის დადგომას გალობით ეგებებიან
„ალილო“ საშობაო სიმღერაა, რომელიც სრულდება შობის წინა ღამეს. ეს სახელწოდება ასევე ერგო მრავალი საუკუნის წინ გაჩენილ ტრადიციას.
„ალილო“ ყოველთვის საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა
შობას საქართველოში ადამიანები აგროვებდნენ შემოწირულობას და უპოვართ გადასცემდნენ მათ
საქართველოში მრავალი საუკუნის მანძილზე „ალილოს“ ტრადიციას მკაცრად იცავდნენ
თუმცა საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საშობაო საქველმოქმედო მსვლელობები აიკრძალა, ტრადიცია მხოლოდ 90-იან წლებში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ინიციატივით აღდგა.
„ალილოს“ საშობაო მსვლელობა დედაქალაქში.
დღეისათვის მსვლელობას თეატრალიზებული სახე აქვს და საკმაოდ სანახაობრივია
„ალილოს“ მონაწილეები არიან ბიბლიური პერსონაჟების ფორმებში გამოწყობილი ადამიანები – ანგელოზები და მწყემსები.
თბილისში, ტრადიციულად, „ალილოს“ მონაწილეები იკრიბებიან პირველი რესპუბლიკის მოედანზე და მსვლელობით მოივლიან ქალაქის ცენტრს - რუსთაველის გამზირს პარლამენტის შენობის წინ, თავისუფლების მოედანს და პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებს.
მსვლელობას აკვირდება უამრავი ტურისტი და დედაქალაქის სტუმარი, ასევე თბილისის მკვიდრები.
„ალილოს“ მონაწილეები ყველა გამვლელს ულოცავენ შობას და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სახელით საშობაო ბარათებს ჩუქნიან.
„ალილოს“ მსვლელობისას დაგეგმილ მარშრუტზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
საშობაო მსვლელობა, ტრადიციულად, სამების საკათედრო ტაძართან სრულდება.