თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. ქართულმა პარტიამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ კურსკში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა და ბავშვებს ახალი წელი მიულოცა.
დროებითი განთავსების ცენტრში მყოფ ადამიანებს საჩუქრები თოვლის ბაბუამ დაურიგა და საზეიმო განწყობა შეუქმნა.
ქართულმა პარტიამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ კურსკში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა
© Партия "Солидарность во имя мира"
ეს იყო როგორც პირველადი მოხმარების ნივთები, ასევე საახალწლო ტკბილეული და მანდარინი.
„საქართველოდან ჩამოვედით პატარა ბავშვებისა და უფროსების მხარდასაჭერად, კურსკის საზღვარზე მცხოვრები ბავშვებისთვის საჩუქრები ჩამოვიტანეთ“, - განაცხადა პარტიის მდივანმა მამუკა ფიფიამ.
ქართულმა პარტიამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ კურსკში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა
© Партия "Солидарность во имя мира"
მისი თქმით, საქართველო დგას რუსი ძმების გვერდით და ყოველთვის გაუწევს მათ საჭირო დახმარებას.
„დღეს ჩვენ, როგორც საქართველო, ასევე რუსეთი, რთულ სიტუაციაში ვართ. ეს ყველაზე რთული სიტუაციაა ჩვენი ქვეყნების უახლეს ისტორიაში. ძლიერ მტერს ვებრძვით და ძალიან მალე გამარჯვება ჩვენი იქნება“, - განაცხადა ფიფიამ.
ქართულმა პარტიამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ კურსკში ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა
© Партия "Солидарность во имя мира"
მან აღნიშნა, რომ ამ რთულ პერიოდში ბავშვებსაც და უფროსებსაც მორალური მხარდაჭერა სჭირდებათ.
საჩუქრების გადაცემამ სადღესასწაულო გარემოში ჩაიარა. ბავშვებმა თოვლის ბაბუას ლექსები წაუკითხეს, ერთი ლექსი კი ქართულ ენაზე გაჟღერდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ეხმარება ბავშვებს რუსეთიდან. სექტემბერში კურსკში საქართველოდან ჰუმანიტარული დახმარების რამდენიმე მანქანა ჩაიტანეს.