მსოფლიო დღეს

ტერაქტი მაგდებურგში: ზურაბიშვილმა გერმანიას სამძიმარი გამოუცხადა

საზარელ ტრაგედიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის პატარა ბავშვი
Sputnik
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მაგდებურგში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით გერმანიას სამძიმარი გამოუცხადა.
გერმანიის ქალაქ მაგდებურგში ავტომობილი საშობაო ბაზრობაზე შევარდა. ტრაგედიას ემსხვერპლა ორი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, ათობით დაშავდა. დაშავებულთა რაოდენობა 60-დან 80-მდეა. პოლიციამ ავტომობილის მძღოლი დააკავა. ეს არის 50 წლის მამაკაცი საუდის არაბეთიდან.
„მაგდებურგში საშობაო ბაზრობაზე მომხდარი თავდასხმა საშინელი შეტევაა შობის სულისკვეთებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ. ჩემი ფიქრები ოჯახებთან და გერმანელ ხალხთანაა“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე.
ეჭვმიტანილი 2016 წელს ლტოლვილის სტატუსით სარგებლობს, წერს გაზეთი Süddeutsche Zeitung. გერმანიაში ფსიქიატრიის და ფსიქოთერაპიის სფეროში მედმუშაკად მუშაობდა. გერმანიაში 2006 წლიდან იმყოფება და დროებითი ბინადრობის ნებართვა აქვს.