ფეხბურთი: საქართველოს ნაკრების სატრანსფერო ღირებულებამ ახალ რეკორდს მიაღწია

ივლისში, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულებამ 185,1 მილიონ ევროს მიაღწია.
Sputnik
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებამ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ 196,45 მილიონ ევროს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია, მონაცემებს ავტორიტეტული გერმანული პორტალი Transfermarkt აქვეყნებს.
ივლისში, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებამ 185,1 მილიონ ევროს მიაღწია.
განახლებული მონაცემებით, „ნაპოლის“ გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 80-დან 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა, „სენტ-ეტიენის“ გარემარბი ზურიკო დავითაშვილი 5-დან 8 მილიონ ევრომდე „გაძვირდა“, „მაიამის ინტერის“ თავდამსხმელი საბა ლობჟანიძე - 3-დან 4 მილიონ ევრომდე.
ყველაზე დიდი ნახტომი „ემპოლის“ მცველ საბა გოგლიჩიძეს აქვს. მისი ღირებულება 300 ათასი ევროდან ჯერ 5-მდე გაიზარდა, ახლა კი 8 მილიონ ევრომდე.
ხოლო „დონეცკის შახტარში“ სათამაშო გამოცდილება დაკარგულ მცველ ირაკლი აზაროვის სატრანსფერო ფასი ოდნავ შემცირდა - მის რუბრიკაში 5 მილიონი ევროს ნაცვლად 4,5 მილიონი წერია.
ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების ხუთეული:
1.
ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“ – 85 მილიონი ევრო
2.
გიორგი მამარდაშვილი, „ვალენსია“ – 45 მილიონი ევრო
3.
გიორგი მიქაუტაძე, „მეცი“ – 18 მლნ ევრო
4.
ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიები“ (საფრანგეთი) – 8 მლნ ევრო
5.
საბა გოგლიჩიძე „ემპოლი“ – 8 მლნ ევრო