თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა სოფელ გორხანაულთან განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად ჩაიკეტა, იუწყება გამოცემა „ბათუმელები“.
მეწყერი შუახევის ცენტრთან ახლოს მეწყერი 19 დეკემბერს, გამთენიისას ჩამოწვა.
„ძალიან დიდი მასაა ჩამოსული. ჩამოიტანა ხეებიც. ცენტრალურ გზაზეა საუბარი, როგორც კი შუახევის ცენტრს გაცდები. საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია დილიდან. შემოვლითი გზა არის, მაგრამ მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებით”, - განაცხადა ბადრი გელაძემ, რომელიც ადგილზე იმყოფება.
შუახევის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელშიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკასთან ერთად, ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა.
გზის აღდგენითი სამუშაოები დღის ბოლომდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე შესაძლებელია დაბაძველი- ოქროპილაურის მიმართულებით შემოვლითი გზით სარგებლობა.
შუახევში, რამდენიმე დღეა გადაუღებლად წვიმს. ოთხშაბათს მეწყერი ქედის ცენტრალურ საავტომობილო გზაზეც ჩამოწვა.