თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულად დავით ვერავა დაინიშნა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
რწმუნებულის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გეგუჩია, რომელიც ამ პოსტს იკავებდა, პარლამენტის დეპუტატი გახდა.
მანამდე ვერავა 2019 წლის აგვისტოდან რწმუნებულის მოადგილე იყო.
რწმუნებულის მოადგილედ დანიშვნამდე მუშაობდა ბანკ „რესპუბლიკას“ ზუგდიდის ფილიალის მენეჯერად, შპს „ანტრესის“ ფინანსურ მენეჯერად და საქართველოს ეროვნული ბანკის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფილიალის მმართველად. ასევე იყო ზუგდიდის რაიონის საკრებულოს დეპუტატი.