თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. დსთ-ის ქვეყნების მთავრობათა მეთაურებმა მოსკოვში მიმდინარე სხდომაზე ერთიანი საჰაერო თავდაცვის სისტემის აგება გადაწყვიტეს, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“.
„დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიაზე დსთ-ის მთავრობათა მეთაურებმა ასევე გადაწყვიტეს სახსრების გამოყენება ერთიანი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნისა და განვითარებისთვის“, — წერს სააგენტო.
ამასთან იგეგმება გაერთიანების წევრ სახელმწიფოთა თავდაცვის სამინისტროებთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობისთვის ხელშეწყობა.
აღნიშნული სხდომა მოსკოვში რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინის ხელმძღვანელობით ჩატარდა. რუსეთის წელს დსთ-ის თავმჯდომარე ქვეყანაა. მოსკოვი მისი თავმჯდომარეობის ფარგლებში 250-ზე მეტი ღონისძიების გამართვას გეგმავს.