თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი 87 ხმით დაამტკიცა.
დადგენილების თანახმად, როგორც მიმდინარე წელს, 2025 წელსაც თავდაცვის ძალების რიცხოვნობა არ გადააჭარბებს 37 ათას ადამიანს. ამგვარად, ქართული ჯარის პირადი შემადგენლობის რაოდენობა უცვლელი დარჩება.
ეს შეზღუდვა არ ეხება სამხედრო მდგომარეობას, რეზერვისტებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დროებით საშტატო თანამშრომლებს.
დღეისათვის საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა, ესენია: სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.