თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. უნგრეთი წინააღმდეგია ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაწესების, ამიტომაც მსგავსი წინადადებების წარმოდგენის შემთხვევაში ვეტოს უფლებით ისარგებლებს, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ.
საქართველოს მხარდამჭერი განცხადება სიიარტომ ქართველ კოლეგა მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ -რესკონფერენციაზე გააკეთა - ეს მინისტრის რანგში საზღვარგარეთ ბოჭორიშვილის პირველი ვიზიტია.
„უნგრეთი სრულიად წინააღმდეგია, საქართველოს ოფიციალური პირები მოხვდნენ სასანქციო სიაში, მსგავსი წინადადებები თუ იქნება, ვეტოს დავადებთ", - განაცხადა სიიარტომ.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი უკმაყოფილოა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის დამარცხებით.
„ოპოზიციას რომ მოეგო არჩევნები, მაშინ ბრიუსელი საქართველოში დემოკრატიის შესახებ ხმამაღლა იყვირებდა. იტყოდნენ, რომ საქართველოში დემოკრატია ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა, მაგრამ არჩევნები კონსერვატიულმა პარტიამ მოიგო და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რათა მოახდინონ მოქალაქეების სურვილის უარყოფა და იგნორირება", - განაცხადა სიიარტომ.
მისი თქმით, ევროკავშირი ამას სრულიან არადემოკრატიულ სტილში აკეთებს.
„ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მათ გამოხატეს დემოკრატიული არჩევნების გზით. ეს არის სერიოზული და, მოდი, ასე ვთქვათ, მოსაწყენი თამაში, რომელსაც ლიბერალური მეინსტრიმი თამაშობს და რომელიც უარყოფილი იქნება", - განაცხადა სიიარტომ.
მინისტრის თქმით, უნგრეთი ყოველმხრივ ეხმარება საქართველოს, როცა ბრიუსელი და ლიბერალური მეინსტრიმი ყველაფერს აკეთებს ს საქართველოს გასანადგურებლად. ეს, სიიარტოს თქმით, ძალზე მავნებლური და საშიში მიდგომაა.
„ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც საუბარია ერის დამცირებაზე და ჩვენ ამას უარვყოფთ. ამით ევროპარლამენტი მავნებლურ ქმედებებს ჩადის იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება", - განაცხადა მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, ევროპარლამენტში უმრავლესობა ომის მომხრეებს და ლიბერალებს აქვთ, რომლებიც გამუდმებით თავს ესხმიან მათ, ვინც ღიად საუბრობს მშვიდობის მნიშვნელობაზე.
„ჩვენ მოვუწოდებთ ბრიუსელს და საერთაშორისო ლიბერალურ ელიტას, პატივი სცეს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას და არ დააყენოს ეჭვქვეშ ქართველი ხალხის სუვერენული უფლება, თავად გადაწყვიტონ საკუთარი ქვეყნის მომავალი", - განაცხადა სიიარტომ.
მისი თქმით, უნგრეთმა ცოტა ხნის წინ მიიღო წინადადება ბრიუსელისგან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის და უწყების სხვა მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ ევროპული სანქციების დაწესების აუცილებლობის შესახებ. სიიარტომ მას აღმაშფოთებელი და უსაფუძვლო უწოდა.