მსოფლიო დღეს

ტუსკი: უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები ამ ზამთარს დაიწყება

Sputnik
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა მიმდინარე ზამთარში დაიწყოს, განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.
„მე მექნება მოლაპარაკებების სერია, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს აღმოსავლეთ საზღვრებს მიღმა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენს თავმჯდომარეობას [ევროკავშირში], სხვა საკითხებთან ერთად, ექნება პასუხისმგებლობა იმაზეც, როგორი იქნება პოლიტიკური ლანდშაფტი, როგორ იქნება სიტუაცია შესაძლო მოლაპარაკებების დროს, რომელიც, შესაძლოა — აქ ჯერ კიდევ არის კითხვის ნიშნები — ზამთარში დაიწყოს“, — განაცხადა ტუსკმა მთავრობის სხდომაზე.
როგორც მან განმარტა, ამ თემაზე საუბრებს გამართავს ვოლოდიმირ ზელენსკისთან და გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) ლიდერ ფრიდრიხ მერცთან, რომლისგანაც ტუსკი კიევში მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას ელოდება.