ბოჭორიშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი ევროინტეგრაციაა

მინისტრმა სინანულით აღნიშნა, რომ ზოგიერთი შიდა და გარე აქტორები ამ „სასიცოცხლოდ მნიშვნელობის საკითხს“ სპეკულაციისთვის იყენებენ.
Sputnik
თბილისი, 10 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ერთგულია ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე აღებული ვალდებულებების მიმართ და ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე. .
სამშაბათს უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, ბოჭორიშვილმა თავის უნგრელ კოლეგასთან, პიტერ სიიარტოსთან შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პირველმა დიპლომატებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
„ინტეგრაცია - საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. საქართველოს ახლანდელი მთავრობამ შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობისთვის 2014 წელს, როდესაც ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას და დღემდე ძალიან ერთგულები ვრჩებით იმ ვალდებულებებისადმი, რომლებიც ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საქართველომ 2024 წლიდან დაამტკიცა, რომ სანდრო და ერთგული პარტნიორია.
„ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ 2014 წლიდან, აბსოლუტურად ნათელია ქვეყნის ტრანსფორმაციის კუთხით, ტრანსფორმაციის, რომელიც ეფუძნება ევროპულ სტანდარტებს“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ლიდერია ევროკავშირის ასოცირებულ პარტნიორებს შორის, რასაც ევროკომისიის სხვადასხვა ანგარიშები ადასტურებს.
„ევროპელი პარტნიორები უნდა შეეცადონ უზრუნველყონ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებებს, ისინი იყოს ობიექტური“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მან სინანულით აღნიშნა, რომ ზოგიერთი შიდა და გარე აქტორები ამ „სასიცოცხლოდ მნიშვნელობის საკითხს“ სპეკულაციისთვის იყენებენ.
„ევროპული მომავალი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა უჭერს მხარს, გამოიყენება ჩვენს საზოგადოებაში პოლარიზაციის გასამწვავებლად და ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვისა და უსაფრთხოებისთვის დამატებითი საფრთხის შესაქმნელად", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, საქართველო აფასებს პარტნიორობას ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან, მაგრამ, სამწუხაროდ, პარტნიორობა ყოველთვის არ ეფუძნება ურთიერთპატივისცემას.
„საგანგაშოა ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანის არალეგიტიმაციის მცდელობის მასშტაბი, იმ ფაქტის მიუხედავად, რომ 2 მილიონზე მეტმა ქართველმა მისცა ხმა საპარლამენტო არჩევნებზე და საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გამოხატა”, - განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრეთს საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის პატივისცემისთვის.
16 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხსა და სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე იმსჯელებენ.
სამშაბათს, საქართველოს შესახებ განცხადება გააკეთა ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის პრეს-სპიკერმა, რომელშიც ისაუბრა საქართველოში აქციის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ რეპრესიულ ქმედებებზე და აქციებზე დაკავებული ყველა პირის გათავისუფლების აუცილებლობაზე.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძალადობა არ არის პასუხი საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის შესახებ დემონსტრანტების მოთხოვნებზე.
„შეგახსენებთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ქმედებებმა გამოიწვია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება. დემოკრატიის მუდმივი უკანდახევა და საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გამოყენებული რეპრესიული ქმედებები გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. პერმანენტული აქციები იმართება საქართველოს სხვადასხა ქალაქში, თუმცა თბილისში პროტესტმა სისტემატური და მასშტაბური ხასიათი მიიღო.
ყოველ საღამოს პარლამენტის შენობის წინ ასობით ადამიანი იკრიბება. 4 დეკემბრამდე აქცია ხშირად არეულობაში გადაიზრდებოდა. დილამდე აქციის მონაწილეთა ცალკეული ჯგუფები აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას, ძალოვანებს ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებსა და პიროტექნიკას ესროდნენ, პოლიცია კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებდა.
4 დეკემბრიდან, მას შემდეგ რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა და დიდი რაოდენობით პიროტექნიკა, აირწინაღები და „მოლოტოვის კოქტეილები", კომპიუტერები და სხვა საგნები ამოიღო, აქციებმა ძირითადად მშვიდობიანი ხასიათი მიიღო.
შსს-ის ცნობით, საპროტესტო აქციებზე არეულობის დროს დაშავდა 150-ზე მეტი პოლიციელი - უმეტესობას აღენიშნება სხვადასხვა სახის დამწვრობები, მოტეხილობები, ტრავმები თავისა და სახის არეში. ასევე დაშავდნენ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, 300-ზე მეტი ადამიანის - ჟურნალისტების და დემონსტრანტების მიმართ პოლიციის მხრიდან ძალადობა და სასტიკი მოპყრობა დაფიქსირდა.
შსს-ს ცნობით, 28 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა 30 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით კი დაკავებულია 372 პირი, 62 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, 100-ზე მეტი კი დაჯარიმდა.
საპროტესტო აქციები არ წყდება, მიუხედავად ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის არაერთი ახსნა-განმარტებისა, რომ ევროინტეგრაცია პრიორიტეტულია და ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადყოფნა.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. მათივე თქმით, ხელისუფლებამ 26 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები, შემდეგ გამოაცხადა ევროკავშირში ინტეგრაციის შეჩერება, ახლა კი სასტიკად უსწორდება მათ, ვინც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.