თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. თურქეთის ქალაქ არჰავთან (ართვინის პროვინცია) მომხდარ სტიქიას, რა დროსაც საქართველოსთან დამაკავშირებელ გზაზე კლდე ჩამოიშალა, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება „აჭარის ტელევიზია".
ტრაგიკული შემთხვევა 8 დეკემბერს მოხდა.
თურქული მედიის ცნობით, თურქეთის მოქალაქეები არიან და ქალაქ გირესუნიდან საქართველოში მიემგზავრებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები ტარდება - ამ დროისთვის გზა ნაწილობრივ გაწმენდილიაა და მოძრაობა შეფერხებით, თუმცა აღდგენილია.
გზა, სადაც მეწყრული პროცესი განვითარდა, საერთაშორისო მნიშვნელობისაა და იგი ევროპა-აზიას აკავშირებს. სტიქიის გამო სატვირთოების გადაადგილება დროებით შეზღუდულია.