თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. 2024 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელი ნოემბრის პერიოდში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ არასრულწლოვანთა რაოდენობამ 493 პირი შეადგინა, მათი ძირითადი ნაწილი ქურდობაშია ბრალდებული, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული 14-დან 18 წლამდე ასაკის 493 პირიდან 25-მა უკვე მოიხადა პირობითი სასჯელი. არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებს შორის ყველაზე ხშირია:
ქურდობა
ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება
ყაჩაღობა
ძალადობა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად 18 წლამდე 1.219 პირი აღიარეს, მათგან 536 ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, 173 - სექსუალური დანაშაულის, 173 - მუქარის.
აღნიშნულ პერიოდში მოკლულია 2 არასრულწლოვანი, ოთხი კი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი გახდა.
საქართველოში მოქმედებს კანონი არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, რომლის შედეგად გამარტივებულია არასრულწლოვანის სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლად აღიარების პროცედურა, ხოლო არასრულწლოვანთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა.
რაც შეეხება პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს, ის რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით და გულისხმობს უფრო რბილი სასჯელის გამოყენებას, ვიდრე ზრდასრულთათვის.