თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. წლიურმა ინფლაციამ (2024 წლის ნოემბერი 2023 წლის ნოემბერთან) საქართველოში 1,3% შეადგინა, (სამიზნე მაჩვენებელი არის 3%), იტყობინება სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
წინა თვის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ (2024 წლის ოქტომბერი 2023 წლის ოქტომბერთან) საქართველოში 0,3% შეადგინა.
ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა სასტუმროებისა და რესტორნების (7,1%), ალკოჰოლისა და თამბაქოს ნაწარმზე (5,1%), განათლების (4,9%) სფეროებში, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე (3,1%) და ჯანდაცვის სფეროში (2,1%).
ფასები შემცირდა კავშირგაბმულობაზე (12,9%), საცხოვრებელზე, წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზზე (3,7%), ტრანსპორტზე (2,1%), ავეჯზე (0,6%), ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე (0,5%), ასევე დასვენებასა და გართობაზე (0,1%).
2024 წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0,7% შეადგინა.