ზახაროვა: დასავლეთი ზელენსკის დასადანაშაულებლად ნიადაგს ამზადებს

Sputnik
თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. დასავლეთი ნიადაგს ამზადებს იმისთვის, რომ თავისი დანაშაულები კიევსა და უკრაინელ ხალხს გადააბრალოს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
ასეთი კომენტარი მან ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სიტყვების პასუხად გააკეთა, რომელიც, ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, უკრაინის მიერ ტერიტორიების შესაძლო დათმობას შეეხებოდა.
„დასავლელები ეტაპობრივად იწყებენ ზელენსკიზე, კიევის რეჟიმსა და ზოგადად უკრაინაზე ბრალის გადატანას. ვფიქრობ, ისინი იქამდე მივლენ, რომ უბრალოდ უკრაინის მოქალაქეებს დაადანაშაულებენ... ისინი თანდათან იწყებენ ნიადაგის მომზადებას, რათა თავიანთ სიგიჟეში, თავიანთ დანაშაულებში, თავიანთ გიჟურ დანაშაულებრივ ფილოსოფიაში რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების შესახებ, უკრაინა, უკრაინელი ხალხი დაადანაშაულონ“, — თქვა მან.
მანამდე ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, უკრაინას მოუწევს ტერიტორიულ დათმობებზე წასვლა რუსეთის მიმართ უსაფრთხოების ისეთი გარანტიების სანაცვლოდ, როგორებიცაა, მაგალითად, ნატოში გაწევრიანება და „უკრაინელების შეიარაღებისა და მხარდაჭერის სხვა გზები“.