RPORC-ის გამოკითხვა: რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ენდობა პრეზიდენტს

Sputnik
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ენდობა ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და იწონებს მის მოღვაწეობას, ნათქვამია სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ცენტრის (RPORC) ანგარიშში.
კერძოდ, გამოკითხვის თანახმად, პუტინს რუსეთის მოქალაქეთა 78.8% ენდობა, მის საქმიანობას კი 75.5% იწონებს. ამასთან პრეზიდენტისადმი უნდობლობა გამოკითხულთა 17.1%-მა დააფიქსირა, მისი მოღვაწეობა კი 15.4%-მა დაიწუნა.
გარდა ამისა, RPORC-მა გაარკვია, რა დამოკიდებულბე აქვს ქვეყნის მოსახლეობას პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინისადმი. გაირკვა, რომ რუს პრემიერს მოქალაქეთა 61.4% ენდობა, ხოლო უნდობლობას 19.5% უცხადებს.
კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც RPORC-მა საზოგადოებას დაუსვა ასეთი იყო: „რომელ პარტიას მისცემდით ხმას, თუ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები უახლოეს კვირა დღეს გაიმართებოდა?“
რესპონდენტთა 36.2%-მა დაასახელა მმართველი პარტია „ედინაია რასია“, 9.7%-მა – კომუნისტური პარტია, 10.4%-მა – ლიბერალ-დემოკრატიული პარტია და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 11.1%-მა ამ კითხვაზე პასუხად არასაპარლამენტო პარტიები დაასახელა, ხოლო 11.9%-მა თქვა, რომ საერთოდ არ მიიღებდა მონაწილოებას არჩევნებში.
RPORC-მა საზოგადოებრივი აზრის კვლევა 11-16 ნოემბერს ჩაატარა, რა დროსაც 1,6 ათასი სრულწლოვანი მოქალაქე გამოკითხა მობილური ტელეფონების ნომრების შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.