თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, მელქიშვილის გამზირზე დაგეგმილი საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო 21 ნოემბრის 24:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, იუწყება დედაქალაქის მერია.
მუნიციპალური კომპანია „თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს აგრძელებს - ილუმინაციები და კონსტრუქციები საერთო ჯამში დედაქალაქის 90-მდე ქუჩასა და 30-მდე სკვერში მოეწყობა.
უწყების ცნობით, შეზღუდვის პერიოდში ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზისხევიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.
გარდა ამისა, კეკელიძის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი გადაადგილებას ვერ შეძლებს მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით.
მანამდე მელიქიშვილის გამზირზე მოძრაობა ორი დღის განმავლობაში პარალიზებული იყო ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო. აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება მხოლოდ 20 ნოემბრის დილით იყო აღდგა.
საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება. ტრადიციულად, მთავარ ნაძვის ხესა და ილუმინაციებს საზეიმო ვითარებაში დეკემბრის ბოლოს ანთებენ.
თბილისის მერია ხელისუფლება „საახალწლო ქალაქის“ მოწყობისა და ახალი წლის ღამის გალა-კონცერტის გამართვაზე 8,6 მლნ ლარს დახარჯავს.