ლავროვმა რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობას უპრეცედენტო უწოდა

Sputnik
თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. რუსეთსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობები განვითარების უპრეცედენტო დონეზეა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან შეხვედრაზე რიო-დე-ჟანეიროში მიმდინარე G20-ის სამიტის ფარგლებში.
„ჩვენ მართლაც უპრეცედენტო ეტაპზე ვართ ჩვენი ყოვლისმომცველი პარტნიორობის სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებაში. ამას ადასტურებენ პრეზიდენტი პუტინი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი. ყაზანში შეხვედრის შემდეგ, მათ დააზუსტეს ჩვენი სამინისტროების, უწყებებისა და ორგანიზაციების წინაშე მდგარი ამოცანები და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აკმაყოფილებს ჩვენი ქვეყნების ინტერესებს, ხელს უწყობს ეროვნული ეკონომიკის ზრდასა და მოქალაქეების კეთილდღეობას“, - თქვა ლავროვმა.
რუსი მინისტრის თქმით, ორ დიდ სახელმწიფოს შორის თანაბარი, ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის მოდელი მიმზიდველია სხვა თანამოაზრე სახელმწიფოებისთვის, რაც „ბრიქსის საქმიანობაში ვლინდება“.