თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2024 წლის იანვარი–ოქტომბერში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 20,2%-ით შემცირდა და 2.809,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
მიმდინარე წლის ათი თვის მონაცემებით, ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა: 2024 წლის იანვარი–ოქტომბერი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
რუსეთი | 487,1 | -64,6 |
იტალია | 469,7 | 10,2 |
აშშ | 465,7 | 29,4 |
გერმანია | 220,0 | 16,6 |
საბერძნეთი | 217,3 | 14,4 |
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ დაახლოებით 487,1 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 17,3%-ია.
ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ქვეყნების სამეულში შედის.
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2024 წლის ოქტომბერში 1,5%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 281,1 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი მესამე ადგილზეა და პირველობას იტალიას და აშშ-ს უთმობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2024 წლის ოქტომბერი
ქვეყანა | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
აშშ | 50,9 | 20,6 |
იტალია | 47,3 | 10,1 |
რუსეთი | 34,4 | -44,5 |
გერმანია | 24,5 | 19,2 |
საბერძნეთი | 22,8 | 5,9 |
ოქტომბერში რუსეთიდან 34,4 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 12,2%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44,5%-ით ნაკლებია.
რამდენი გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 35,7 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12,1%-ით მეტია.
2024 წლის ათ თვეში საქართველოდან უცხოეთში 309,9 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,6%-ით მეტია