თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ეროვნებათაშორისი ურთიერთობებისა და კავკასიის სახელმწიფოებთან თანამშრომლობის განვითარება და განმტკიცება - ეს იყო კონფერენციის „კულტურათაშორისი დიალოგი, როგორც მშვიდობის საფუძველი კავკასიაში“ მიზანი, რომელიც სტავროპოლში, ჩრდილო-კავკასიის ფედერალურ უნივერსიტეტში (NCFU) გაიმართა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა მოსკოვიდან, სტავროპოლის მხარიდან, როსტოვის ოლქიდან, ასევე სომხეთიდან და საქართველოდან.
ღონისძიებაზე ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური უნივერსიტეტის რექტორმა დმიტრი ბესპალოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის სამეცნიერო და საგანმანათლებლო დიალოგის გზით შესაძლებელია აღორძინდეს რუსეთის სამხრეთ კავკასიის მეზობელ ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობებისა და საერთო ისტორიისადმი ინტერესი.
მრგვალი მაგიდა გახდა მნიშვნელოვანი პლატფორმა ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის ხალხებს შორის ურთიერთობის ისტორიისა და თანამედროვე რეალიების განსახილველად. მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა ისტორიული ეპოქა, დაწყებული ანტიკური ხანიდან და ცდილობდნენ გაეგოთ, თუ რა გარემოებებმა შეუწყო ხელი ან შეაფერხა რეგიონის ხალხთა მშვიდობიან თანაარსებობას.
გარდა ამისა, კონფერენციის მონაწილეებმა იმსჯელეს და განიხილეს ისტორიული კონფლიქტების მიზეზები და ეთნიკურ ჯგუფებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები. აღნიშნული მრგვალი მაგიდა გახდა ნაბიჯი საერთო ისტორიის უფრო ღრმა გააზრებისა და გზების მოძიებისთვის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე დაფუძნებული მშვიდობიანი და პროდუქტიული მომავლისთვის.
ღონისძიების ორგანიზება თემაზე „სტავროპოლი - კულტურათაშორისი დიალოგის ცენტრი რუსეთის ცივილიზაციურ სივრცეში" მოხდა „კავკასიური კვლევითი ცენტრ „სტრატეგიკონის" პროექტის ფარგლებში. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი იყო სტავროპოლის მხარის მთავრობა და პრეზიდენტის ინიციატივების ფონდი.
ღონისძიება გაიმართა NCFU-ის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სტუდენტებმა საქართველოდან, სომხეთიდან და რუსეთიდან. საგანმანათლებლო ნაწილის გარდა, სტავროპოლის მხარის სტუმრებს ასევე ელოდათ შემეცნებითი პროგრამა - მონაწილეები გაემგზავრნენ პიატიგორსკში, სადაც გაეცნენ ჩრდილოეთ კავკასიის კურორტის მთავარ ღირსშესანიშნაობებს.
ახალგაზრდებს და სტუდენტებს საქართველოდან შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო ღონისძიებებში, რომლებიც ყოველწლიურად იმართება სტავროპოლის მხარეში, მონაწილეობის მიღება შეუძლია ახალგაზრდებს საქართველოდან.