საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

ბიძგები აჭარაშიც იგრძნობოდა.
Sputnik
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. შავ ზღვაში, საქართველოს სანაპირო ზოლიდან 61 და თურქეთთან საზღვრიდან 25 კილომეტრში 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი, რომელიც 13:02 საათზე დაფიქსირდა, 11 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ბიძგები აჭარაშიც იგრძნობოდა.