რა ოდენობის საგადასახადო დავალიანება ჩამოაწერეს საქართველოს მოქალაქეებს?

დავალიანების ჩამოწერება ხორციელდება ავტომატურად, შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვის გარეშე.
Sputnik
თბილისი 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო ამნისტიის ფარგლებში 65.340 ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდმეწარმეებს, 423,1 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოაწერა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დავალიანების ჩამოწერება ხორციელდება ავტომატურად, შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვის გარეშე.
საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დაგროვილი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის აპრილში გამოაცხადა. წინასწარი მონაცემებით, საუბარია 145 ათასი ფიზიკური პირის 590 მილიონი ლარის ოდენობით დავალიანებაზე.
დავალიანების ჩამოწერა ხდება ავტომატურად, შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვის გარეშე. დავალიანების ჩამოწერის შემდგომ ფიზიკური პირის მიმართ გადახდის უზრუნველსაყოფად განხორციელებული იძულებითი ღონისძიებები – საგადასახადო გირავნობა, იპოთეკა, ქონებაზე ყადაღის დადება და ა.შ. ავტომატურად გაუქმდება.
როგორც ხელისუფლებაში განაცხადეს, საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომლებსაც ერიცხებათ საგადასახადო დავალიანება და ამის გამო ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა.