დღეს 2024 წლის 12 ნოემბერია, სამშაბათი. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
ერთ–ერთი საუკეთესო დღეა ჩანაფიქრის რეალიზებისა და შუალედური შედეგების შეჯამებისთვის. თუ რამე გეგმა გქონდათ, დღევანდელი დღე სწორედ რომ შესაფერისია მის განსახორციელებლად – შედეგი გაგახარებთ და შესაძლოა, მოლოდინსაც გადააჭარბოს.
ვინც შეუპოვრად მიიწევდა თავისი მიზნისკენ, მისთვის კი კარგი იქნება, ლოგიკურად შეაფასოს მიღწევები. თუ შედეგი გაქვთ, ე.ი. სწორი გზით მიიწევთ წინ, და თუ ჯერ არ ჩანს თქვენი შრომის ნაყოფი, მაშინ დროა, დაფიქრდეთ, სწორი გზით მიდიხართ თუ არა.
ვერძი: დღეს შეიძლება გააცნობიეროთ, რომ ეჭვიანობა მოულოდნელი გრძნობაა და შესაძლებელია ეჭვიანობა ყველაფერზე და ყველაზე. არ ინერვიულოთ – ამ გრძნობისგან ერთ–ორ დღეში არაფერი დარჩება, მაგრამ თუ აჰყვებით ამ გრძნობას, მაშინ უსიამოვნებებია მოსალოდნელი. მიმართეთ ენერგია რამე პოზიტიურისკენ. მაგალითად, დაალაგეთ სახლი ან მაღაზიებს ეწვიეთ და იშოპონგეთ.
კურო: თქვენი შეხედულებები დღეს სხვების შეხედულებებისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება. გარშემომყოფების ბობოქარი ენთუზიაზმი გაუგებარი იქნება თქვენთვის და საეჭვოდ მოგეჩვენებათ. კიდევ უფრო საეჭვოდ აღიქვამთ მათ მცდელობას, რომ ეს ენთუზიაზმი თქვენ გადაგდონ. ყოველ შემთხვევაში, საკუთარი ნებით არც ერთ საზოგადოებრივ ღონისძიებაში არ ჩერთვებით, ამის განწყობა არა გაქვთ. ამას გირჩევნიათ, საკუთარი ამოცანების გადაჭრაზე დახარჯოთ ენერგია.
ტყუპი: დღეს თავში, შესაძლოა, წარმოუგენელი, ფანტასტიკური იდეა ამოგივიდეთ. და ეს იდეა ერთი შეხედვით (და მეორე შეხედვითაც) რეალიზებისთვის სრულიად შეუძლებლად მოჩანს. მაგრამ სწორედ თქვენ მოინდომებთ მის ცხოვრებაში განხორციელებას. ყველაფერი დანარჩენი ძალზე ბანალური, მოსაწყენი მოგეჩვენებათ. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სწორედ ამ ფანტასტიკურ იდეას აქვს დღეს რეალიზების ყველაზე კარგი შანსი.
კირჩხიბი: დღეს საქმეებში კარგი შედეგების ჩვენების უნარი შეგწევთ. იმ საკითხებს, რომლებიც სხვა დროს თქვენთვის ძალზე მოსაწყენი იქნებოდა, დღეს მთელი მგზნებარებით გადაწყვეტთ. ჩვეულებრივი ბუღალტრული საქმიანობის დროსაც კი იპოვით აღმაფრენის მსგავსს, შემოქმედებით მუხტს. აქედან გამომდინარე, დღე უნდა გამოიყენოთ იმ საქმეებისთვის, რომლებისთვისაც არ გყოფნიდათ არც მოთმინება და არც ენთუზიაზმი.
ლომი: დღეს თქვენი დევიზი შეიძლება გახდეს „ყველაზე სწრაფად, ყველაზე ძლიერად, ყველაზე მაღლა“. მთელი დღე გექნებათ შეჯიბრების, სხვებზე უკეთესად წარმოჩენის სურვილი. და აქ საქმე სულაც არაა ტრაბახში – თქვენთვის ერთგვარი თამაში იქნება, რომლის მიზანი არა თავის ქება, არამედ საქმის უკეთ გაკეთებაა. და ამაში განა არის რამე ცუდი? ერთადერთი, რაც დღეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ, ეს აზარტულ თამაშებში ჩაბმაა – ჩაგითრევთ!
ქალწული: დღეს თქვენ სულში ნამდვილი „ოტელო“ გაიღვიძებს. საყვარელი ადამიანის ქცევა მთელი დღე თქვენში ეჭვებს დაბადებს, ღალატის ნიშნები ყოველ კუთხე–კუნჭულში მოგეჩვენებათ. თუ არ გსურთ, რომ ეჭვებმა თქვენში დიდი ხნით დაიბუდოს, ეცადეთ, საკუთარი ეჭვიანობა როგორმე მოთოკოთ. რეალური საბაბი საყვარელ ადამიანში დაეჭვებისა ნამდვილად არ გაქვთ (ან თითქმის არ გაქვთ).
სასწორი: თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი მაქსიმუმს მიაღწევს. შეგწევთ არა მხოლოდ უნარი, რომ რთულ საქმეებსა და საკითხებს შეეჭიდოთ, არამედ ამის განწყობაც გექნებათ. დღეს გაქვთ შანსი, რომ ბოლომდე მიიყვანოთ თქვენი რომელიმე პროექტი და ღირსეული შედეგებიც მიიღოთ. ამასთან, არ უნდა დაივიწყოთ დასვენებაც, რომ ზედმეტი შრომისგან არ „გადაიწვეთ“.
მორიელი: დღეს ბევრჯერ დადგებით დილემის – „მინდა–არ მინდა“ წინაშე. პირველ ადგილზე კი იდგება სიტყვა „საჭიროა“. ამასთან, გექნებათ სურვილი, რომ საკუთარი ვალდებულება–მოვალეობები შეასრულოთ არა მხოლოდ კარგად, არამედ საუკეთესოდ. კარგი დღეა იმისთვის, რომ ეს ენერგია, საკუთარი შრომისუნარიანობა და ენთუზიაზმი ყველას (და განსაკუთრებით, ხელმძღვანელობას) უჩვენოთ. მაგრამ არ გადააჭარბოთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ, რომ ეს „გამოხტომებში“ არ ჩაგეთვალოთ.
მშვილდოსანი: დღეს ვერაფერი ისე ვერ გაგიფუჭებთ განწყობას, როგორც თავხედური „გამოხტომები“ გადაჭარბებული თვითშეფასებებით. მთელი დღის განმავლობაში შეიძლება გადაეყაროთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს მეორე პლანზე გადაწევას ან თქვენი ღირსების დაკნინებას შეეცდებიან. ასეთ პიროვნებებთან შეხვედრის ალბათობა დღეს დიდია. მაგრამ მათთვის ყურადღების მიქცევა არ ღირს – ეს თქვენს ნიჭს ვერაფერს ავნებს.
თხის რქა: დღეს აჯობებს, თუ სტუმრად არ მიხვალთ ადამიანთან, რომლის საცხოვრებელიც თქვენსაზე უკეთესი ან დიდია. თქვენ შორის ყველაზე კარგად აღზრდილიც კი ვერ შეიკავებს თავს ბანალური, მაგრამ მძაფრი შურისგან. ვარსკვლავები გირჩევენ, შეიძინოთ რამე სახლისთვის – საჭირო, ლამაზი და რაც მთავარია, ისეთი ნივთი, რომ ასეთი თქვენს ნაცნობებს შორის არავის ჰქონდეს.
მერწყული: დღეს თქვენივე მოუსვენრობის მსხვერპლი შეიძლება გახდეთ. მრავალრიცხოვანი იდეები და გეგმები იმდენად დაიპყრობს თქვენს გონებას, რომ მზად ხართ, მთელი ფიზიკური და მორალური ძალები მათი (ყველას ერთად) რეალიზების მცდელობაზე დახარჯოთ. ორი (და ამ შემთხვევაში, უფრო მეტი) კურდღლის მდევარი კი, მოგეხსენებათ, ვერცერთს ვერ დაიჭერს. ჯობია, ერთი რომელიმე (უფრო სიმპათიური) კურდღელი ამოირჩიოთ.
თევზები: დღეს რისკავთ, რომ ფულის სხვის ჯიბეში დათვლის ცდუნებას აჰყვეთ. მაგრამ ამის გაკეთება კატეგორიულად არარეკომენდებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი დღე შეიძლება აგერიოთ. განსაკუთრებით უნდა მოერიდოთ ფინანსურ და ქონებრივ დავებს, მათ შორის – სასამართლოში. ემოცია დღეს ბევრი იქნება, მაგრამ სარგებელი მათგან – არაფერი. ჯობია, ენერგია სასიყვარულო თამაშებზე მიმართოთ – აქ შესანიშნავი შედეგების მიღწევის შანსები გაქვთ.