თბილისი, 11 ნოემბერი– Sputnik. თბილისში, სამგორის რაიონის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 13 ნოემბრის 06:00 საათიდან 14 ნოემბრის 12:00 საათამდე პერიოდში შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
GWP-ის ცნობით, კომპანია გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ უბნებს წყლის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს 13 ნოემბრის 06:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში განახორციელებენ.
დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში - ვარკეთილის III მასივს, კალოუბნის, თრიალეთის, საცხენისის, შუამთის, წნორის წყლის, ელდარის, გახოკიძის, ჯავახეთის, გ. აბაშვილის, ლორთქიფანიძის, კაკლიანისა და ბერიშვილის ქუჩებს; კახეთის გზატკეცილის N7, N10 და N44-76 (ლუწ ნომრებს).
კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.
კომპანიის ცნობით, გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე ეტაპზე განახლდა 8,5 კმ-მდე სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, 2,6 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინების ქსელი, დამონტაჟდა 87 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყო 81 საკვანძო ჭა და 10 სახანძრო ჰიდრანტი. პროექტში GWP 20 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.