გერმანიაში მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს 28 წლის მოქალაქე დააკავეს

მომხდარ ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
Sputnik
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. გერმანიაში 40 წლის მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
მკვლელობის ფაქტი მიმდინარე წლის სექტემბერში, ქალაქ ბრემენში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული 28 წლის მამაკაცია, რომელიც მსხვერპლის ახლო გარემოცვიდან იყო.
მოსამართლემ ეჭვმიტანილის დაკავების ორდერი გასულ კვირაში გასცა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება გრძელდება.