თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, პორტუგალიელი რუბენ ამორიმი, რომელიც თავის მოვალეობას ოფიციალურად 11 ნოემბერს შეუდგება, „ნაპოლისა“ და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული, იუწყება ინგლისური გამოცემა Caught Offside.
მედიის ცნობით, ამორიმი 23 წლის ფეხბურთელს გარემარბ ანტონის შემცვლელად მოიაზრებს.
„ნაპოლისთან“ მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე არის გათვლილი. პორტალ Transfermarkt-ის ინფორმაციით, კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება 80 მლნ ევროა. „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა მას 90 მლნ ევროდ აფასებს.
მიმდინარე სეზონზე კვარაცხელიამ ყველ ტურნირში 12 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. კვარაცხელია სექტემბრის თვის იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. გარდა ამისა, ხვიჩა იტალიის სერია A-ის ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშეებს შორისაა დასახელებული.
კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან“ გადავიდა.