დღეს 2024 წლის 8 ნოემბერია, პარასკევი. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
ამ დღეს ვარსკვლავები ნანატრ წონასწორობას გვპირდებიან. ემოციები კვლავ ძლიერი იქნება, მაგრამ გრძნობების მართვა და წონასწორობის შენარჩუნება მნიშვნელოვნად მარტივი გახდება. ამ დღეს განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდება ორგანიზატორული უნარები და დიპლომატიური ნიჭი. რაც შეეხება რომანტიკას, მსუბუქი გატაცება და „უბრალო“ ფლირტიც კი შეიძლება ღრმა გრძნობაში გადაიზარდოს.
ვერძი: დღეს თქვენ ირგვლივ მყოფებს ლოგიკა არაფერში გამოადგებათ – თქვენი დარწმუნება ლოგიკით არანაირად არ გამოვა. დღეს ისეთი განწყობა გაქვთ, რომ გადაწყვეტილებებს ემოციების ზემოქმედებით მიიღებთ, ხოლო თქვენი მთავარი არგუმენტი ინტუიცია გახდება. მთლიანობაში უფრო შემოქმედებითად ხართ განწყობილი, ვიდრე საქმიანად. სადაც ფანტაზია იქნება საჭირო, ტოლს ვერავინ დაგიდებთ, ადამიანების გულებს გადაშლილი წიგნივით წაიკითხავთ. გარშემომყოფებს შეიძლება მოეჩვენოთ კიდეც, რომ ტელეპათიის უნარი გაგაჩნიათ.
კურო: დღეს გაქვთ უნარი, თქვენ მხარეს გადმოიბიროთ საჭირო ადამიანები, მთავარია, ეს მოინდომოთ და ამისთვის სერიოზულად განეწყოთ. ყველანაირი საშუალება გაქვთ, რომ საქმიან სფეროში შესანიშნავი კონტაქტები დაამყაროთ. მთავარია, გულხელდაკრეფილი არ ისხდეთ – საჭიროა, თვითონ გახვიდეთ საჭირო ადამიანებზე და დაიწყოთ საუბარი, ისინი კი თქვენს საოცარ მომხიბვლელობაზე თვითონ „წამოეგებიან“.
ტყუპი: შესანიშნავი დღე გელით. თავს მარტოდ ნამდვილად არ იგრძნობთ – გარშემომყოფები თქვენს დაპატრონებას სულ „ნაწილ–ნაწილ“ შეეცდებიან. შესაძლოა, ადამიანებმა საღამოს მათ გვერდით გატარება შემოგთავაზოთ, და მოგიწევთ არჩევანის გაკეთება – ვისთან უფრო საინტერესო იქნება ურთიერთობა. ზოგადად, დღეს ადამიანებთან ნებისმიერი ურთიერთობით შეგიძლიათ კმაყოფილების მიღება, თუნდაც ეს მუშაობის პროცესში მოხდეს.
კირჩხიბი: დღეს შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების ამოქმედებას, რათა ირგვლივ მყოფების მანიპულირება შეძლოთ. ეს შეიძლება იყოს როგორც პირდაპირი ზეწოლის მეთოდი – როგორიცაა კამათი, ბრძანების მიცემა და სხვა, ისე ფარული ძაფების ამოძრავება, როდესაც საჭირო შედეგის მისაღებად, შესაძლოა, „მეთოჯინის“ როლი მოირგოთ. საბოლოოდ მიიღებთ იმას, რისკენაც ისწრაფვით, თუმცა ამაზე იმდენი დრო და ძალა დაგეხარჯებათ, რომ გამარჯვებამ შეიძლება სიხარული აღარც მოგიტანოთ.
ლომი: დღეს თუ დისკუსია ან თუნდაც უბრალოდ სერიოზული საუბარი გელოდებათ, თქვენთვის ძალიან ადვილი იქნება სხვა ადამიანის მოსაზრების მოსმენა; შეძლებთ ვითარებისთვის ოპონენტის თვალსაზრისით შეხედვას და მიხვდებით, რომ კამათს აზრი არა აქვს. დიპლომატიური შესაძლებლობები გამძაფრებული გაქვთ, ამასთან ბრძნულად გაგებით შეგიძლიათ თანაგრძნობა. ეს უზრუნველყოფს წარმატებებს მოლაპარაკებებში და ნებისმიერ საქმეში, სადაც ურთიერთობებია საჭირო.
ქალწული: დღეს თქვენი მთავარი ამოცანა გარშემომყოფებისა და განსაკუთრებით ახლობლების დახმარება იქნება. გაგიჩნდებათ სურვილი, რომ ვინმეს ცხოვრების სულ მცირე მოვლენების კურსშიც კი იყოთ და იზრუნოთ მასზე, მოთმინებით მოუსმინოთ, თუ პრობლემები აქვს, შეასრულოთ ფსიქოანალიტიკოსის როლი და საქმიანი რჩევა მისცეთ. მთავარია, რომ ეს მზრუნველობა აკვიატებაში არ გადაიზარდოს, ამისთვის კი თქვენი ალტრუიზმი ცოტა უნდა შეაკავოთ.
სასწორი: დღეს საბრძოლო განწყობა გაქვთ, თუმცა ვის უნდა ებრძოლოთ, გაუგებარია. გარშემომყოფები მზად არიან, გამარჯვება ბრძოლის გარეშე დაგითმონ. უფრო მეტიც, სიამოვნებით გამოგყვებიან, თუ რამე პროექტს შესთავაზებთ. ზოგადად, ნებისმიერ ღონისძიებაში, სადაც ბევრი ადამიანი იქნება ჩართული, თავს ისე იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში, ხოლო ორგანიზატორის ან მშვიდობისმყოფელის როლში ბადალი არ გეყოლებათ.
მორიელი: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღე ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას მიუძღვნათ (თუ, რა თქმა უნდა, ასეთი პრობლემა არის). ეს ძალზე ეფექტური აღმოჩნდება. თუ საკითხის გამორკვევის მცდელობები, ჩვეულებრივ, ჩხუბითა და ურთიერთწყენით სრულდება ხოლმე, დღეს თქვენცა და თქვენი ახლობლებიც განწყობილი იქნებით, რომ ერთმანეთს გაუგოთ. ეცადეთ, გულითადად ისაუბროთ და ნახავთ, რომ მხარს დაგიჭერენ და უფრო მეტიც – შემხვედრ ნაბიჯსაც გადმოდგამენ.
მშვილდოსანი: ყოველდღიური ამოცანების შესრულებისას „ავტოპილოტის“ რეჟიმში იმოქმედებთ, იმდენად მარტივად გამოგდით ჩვეული საქმეები. რაც შეეხება ადამიანებთან ურთიერთობებს, აქ ყველაფერი პირიქითაა – ბევრი დრო და ძალა დაგეხარჯებათ. გამძაფრდება თქვენი კომუნიკაციური შესაძლებლობები, რაც გაიძულებთ, რომ უბრალოდ კი არ იურთიერთოთ ადამიანებთან, არამედ ეძებოთ ინფორმაცია, მოუსმინოთ ჭორებს, იყოთ მოვლენების საქმის კურსში. გამორიცხული არ არის, რომ რომელიმე ფაქტმა ან გავრცელებულმა ხმამ ხელში კოზირი ჩაგიგდოთ.
თხის რქა: დღეს უამრავი შეხვედრა გელოდებათ – როგორც დაგეგმილი, ისე მოულოდნელი, რომელიც ამავე დროს შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს შემთხვევითი. ეს ეხება რომანტიკულ ნაცნობობასაც და საქმიან კავშირებსაც. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, შესაძლოა, რომ თქვენმა გარკვეულმა საქმეებმა, სიტყვებმა ან გეგმებმა თქვენს კარიერაზე, საზოგადოებაში მსგომარეობასა და შემოსავლებზე მოახდინოს გავლენა. თანაც ეს გავლენა შეიძლება იყოს არა მხოლოდ დადებითი, არამედ უარყოფითიც, ამიტომ კარგად აწონ–დაწონეთ თქვენი თითოეული სიტყვა და მოქმედება.
მერწყული: დღეს გარშემომყოფებს თქვენი მხარდაჭერის იმედი ექნებათ და ამის გაკეთება სრულიად თავისუფლად შეგიძლიათ. თავდაჯერებული ხართ და ლიდერისთვის დამახასიათებელ ქარიზმას ასხივებთ. აქედან გამომდინარე, მოემზადეთ, რომ ბევრი მოგმართავთ რჩევისთვის. და ეს სრულიად გამართლებულია – დღეს შეგიძლიათ თვალნათლივ დაინახოთ საგნის არსი და მხოლოდ კარგად გააზრებული რჩევა მისცეთ ადამიანებს. თქვენი გონება მობილიზებულია და სულ მცირე ბზარსაც კი შენიშნავს ნებისმიერ გეგმაში.
თევზები: ფრთხილად უნდა იყოთ იმ ადამიანებთან, რომლებიც თქვენით მანიპულირებას ცდილობენ – მათი აქტიურობა დღეს არნახულად მაღალია. თუ არის საშუალება, ვარსკვლავები გირჩევენ, მოერიდოთ ადამიანების თავშეყრის ადგილებს, თუ შეძლებთ, ქალაქგარეთაც გადით. სხვა შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ სხვის საქმეში აღმოჩნდეთ ჩათრეული და ეს, საუკეთესო შემთხვევაში, არაფერს მოგიტანთ, ხოლო უარეს შემთხვევაში – პრობლემებით აგავსებთ.