გოდერძის უღელტეხილი მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისთვის გაიხსნა

უღელტეხილზე მოძრაობა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამოა შეზღუდული.
Sputnik
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის გოდერძის უღელტეხილის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
უწყების ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
უღელტეხილზე რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჯერ კიდევ გუშინ შეიზღუდა.