დსთ-ის ქვეყნები სამხედრო თანამშრომლობის კონცეფციაზე მუშაობენ

Sputnik
თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. დსთ-ის ქვეყნები შეიმუშავებენ სამხედრო თანამშრომლობის კონცეფციის პროექტს 2030 წლამდე, ეს მნიშვნელოვანია დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, განაცხადა დსთ-ის გენერალურმა მდივანმა სერგეი ლებედევმა მოსკოვში დსთ-ის ქვეყნების უშიშროების საბჭოების მდივნების მე-12 შეხვედრაზე.
„აშკარაა, რომ შექმნილ ვითარებაში სტაბილიზაციის მნიშვნელოვანი ფაქტორია სამხედრო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაზრდა. ჩვენ დსთ-ში ვიწყებთ სამხედრო თანამშრომლობის კონცეფციის შემუშავებას 2030 წლამდე, რომელშიც ურთიერთქმედების მკაფიო პრიორიტეტებსა და ახალ ორიენტირებს მოვნიშნავთ საშუალოვადიან პერსპექტივაში“, — თქვა მან.
როგორც ლებედევმა განმარტა, თანამეგობრობა იქიდან ამოდის, რომ მასში შემავალი ქვეყნების შეიარაღებული ძალების საბრძოლო და ტაქტიკურ-ტექნიკური მომზადება უნდა განხორციელდეს არსებული პრაქტიკული გამოცდილებითა და სამეცნიერო მიღწევებით.