ახალი ისტორიული მაქსიმუმი - ფინანსთა მინისტრის მოადგილე მსოფლიო ბანკის რეიტინგზე

„მთავრობის ეფექტურობის ინდექსი“ ეფუძნება მსოფლიო ბანკის, გაეროს შესაბამისი ინსტიტუტებისა და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების გამოკითხვებს.
Sputnik
თბილისი, 7 ნოემბერი – Sputnik. საქართველომ მთავრობის ეფექტურობის ინდექსში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და მსოფლიო ბანკის ქვეყნებს შორის 35-ე ადგილი დაიკავა, განაცხადა ქვეყნის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.
„მთავრობის ეფექტურობის ინდექსი“ ეფუძნება მსოფლიო ბანკის, გაეროს შესაბამისი ინსტიტუტებისა და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების გამოკითხვებს.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. ასევე კარგი შედეგი დაფიქსირდა კორუფციის კონტროლის მიმართულებით, სადაც ცხრა საერთაშორისო შემფასებლიდან შვიდმა საქართველო გაიყვანა გამოკვლეული ქვეყნების საუკეთესო ოცეულში ან ევროპის საუკეთესო ოცეულში. მეტად მნიშვნელოვანი წარმატებაა. საქართველო აგრძელებს დამაჯერებელ წინსვლას როგორც კეთილსინდისიერების, ისე მთავრობის ეფექტიანობის მიხედვით, მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რაც, ბუნებრივია, მოსახლეობის კეთილდღეობაში აისახება“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
„კორუფციასთან ბრძოლის“ დონით საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. „კორუფციის კონტროლი“ ფასდება მმართველი ხელისუფლების პრაქტიკით, გამოიყენოს საკუთარ უფლებამოსილება პირადი ინტერესებისთვის. შეფასება მოიცავს როგორც ქვედა რგოლის კორუფციას, ასევე ელიტური კორუფციას.
კვლევაში აღნიშნულია, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ ინდიკატორის მიხედვით, საქართველომ 100%-იანი სარეიტინგო სკალით 71,2% მიიღო.
კორუფციის კონტროლის მიმართულებით, საქართველომ გაასწრო ევროკავშირის წევრ 12 ქვეყანას, ნატო-ს წევრ 14 სახელმწიფოს, დიდი შვიდეულის ერთ ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს. ეს არის იტალია, პოლონეთი, კვიპროსი, მალტა, სლოვაკეთი, ხორვატია, უნგრეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, თურქეთი და სხვა.
გლობალური მმართველობის ინდიკატორების ამ მეგაგამოკითხვაში საერთაშორისო შეფასების ცხრა ცენტრმა საქართველო შეაფასა „კორუფციის კონტროლის“ აგრეგატის მიხედვით, სადაც საქართველო 9 ორგანიზაციიდან 7-ის შეფასებით ევროპის ოცეულში ანუ პირველ ოცეულში მოხვდა.